ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის პედაგოგმა, შორენა ჯაჭვლიანმა მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა
24-07-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მასწავლებელმა შორენა ჯაჭვლიანმა მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

პედაგოგმა მოსწავლეებს და მათ მშობლებს დისტანციურ სწავლებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ზეიმია და დისტანციურად ვაძლევ თავს უფლებას საზეიმოდ მადლობა გამოვუცხადო ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მადლიერების ნიშნად სერტიფიკატებით დავაჯილდოვო ისინი, რამეთუ არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში, რომლებმაც მოინდომეს და მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებას და თავი გაართვეს ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებას! თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით, მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს და არ შემიძლია არ ავღნიშნო და განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო თინათინ ვიბლიანს და ლიზი ვიბლიანს, რამეთუ არიან სისტემატიურები და მუდამ მოტივირებული სწავლისთვის ასევე ჩემს სადამრიგებლო კლასს (9-კლასი), რომლებიც მთელი შემადგენლობით არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში. მიყვარხართ თითოეული თქვენგანი და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს მშობლებს და რა თქმა უნდა თქვენ, რომ ეს 21-ე საუკუნის გამოწვევა დაძლიეთ წარმატებით. მენატრებით ყველა უზომოდ“,- აღნიშნავს შორენა ჯაჭვლიანი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203