აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ახალ სასწავლო წელს დიდი მოლოდინით და შემართებით ელის
24-07-2020
Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წევრები და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს დიდი მოლოდინით და შემართებით ელიან. სკოლის ადმინისტრაცია სასექტემბრო სურვილებს და მოლოდინებს გვიზიარებს.

სასექტემბრო სურვილები და მოლოდინები

მოგვიახლოვდა ახალი სასწავლო წელი, რასაც დიდი მოლოდინით და შემართებით ვხვდებით. იმედი გვაქვს, რომ ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში ჩაჯდება, სასურველია საზოგადოებაში სუფევდეს მეტი სიყვარული, თანადგომა და მეგობრობა, ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე, რომ არ გვეშინოდეს ხვალინდელი დღის,
ახალგაზრდობის ქუჩაში გასვლის, ერთად შეკრების.

ჩვენი და ალბათ მთელი მსოფლიოს სურვილია, ვიცხოვროთ კორონავირუსის გარეშე უშიშრად; ირგვლივ იყოს მხიარულება, მეგობრების, ნათესავების ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, ცხოვრება იყოს ხალისიანი და იმედით სავსე.

ეს ყველაფერი სასწავლო პროცესზეც აისახება, გახდის მას უფრო ეფექტურს, აამაღლებს პედაგოგთა, მოსწავლეთა მოტივაციას, ახმაურდება სკოლის გარინდული კედლები და მომავალი სასწავლო წელი ყველასთვის იქნება საინტერესო და საუკეთესო.

კეთილი სურვილებით
სსიპ აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.

წერილი გამოგზავნილია თემის - სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203