''ეტალონს'' ლაილაშის სკოლაში სპეციალური ღონისძიებით დახვდნენ
26-09-2017
''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს პროექტის ავტორსა და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან, ერთად 2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-შეჯიბრის გამარჯვებული რეგიონის სკოლა სპეციალური ღონისძიებით დახვდა. 

შეხვედრას ლაილაშის სკოლაში ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე, რესურსცენტის უფროსი ირაკლი სილაგაძე, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის სტუმრობა სკოლისთვის დიდი პატივია.      

მოსწავლეებმა გოჩა ტყეშელაშვილს დაუსვეს კითხვები, რომელიც ინტელექტ-შეჯიბრს - ''ეტალონს'', მის განვლილ გზას და პროექტის მნიშვნელობას შეეხებოდა.

ასევე დიალოგი განათლების საკითხებზეც გაიმართა.   

ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა ''საქართველოს ეტალონ მოსწავლეს'' კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და სკოლას კი ''ეტალონის'' ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203