
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლები ოქროს და ვერცხლის მედალოსნები გახდნენ. XII კლასელებმა სკოლა წარმატებით დაამთავრეს. მათ შორის იყვნენ 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალოსანი.
ოქროს მედალი ანი გურგენიძემ დაიმსახურა.
ვერცხლის მედლები კი ნანუკა კერესელიძეს, ქრისტინე ბაკურაძესა და თამარ ბენდიანიშვილს ერგოთ.
სკოლის დირექცია, აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.
სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჯილდოვებს.