მენჯის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს პირველი მასწავლებელი სამახსოვრო ვიდეორგოლით გამოემშვიდობა
23-07-2020

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს პირველი მასწავლებელი თეა ბრეგვაძე დისტანციურად გამოემშვიდობა. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს მე-4 კლასის დასრულება ემოციური წერილით მიულოცა და სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა. 

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სწავლის პირველი ეტაპის დასრულებას. ჩვენი განშორება ასეთი არ წარმომედგინა...მაგრამ შექმნილმა ვითარებამ გვაიძულა, ასე დავმშვიდობებოდით ერთმანეთს.
გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.
თითქოს გუშინ იყო, როცა შიშჩამდგარი თვალებით დედის კალთას ამოფარებულებმა შემოაბიჯეთ საკლასო ოთახში.
აი, გავიდა ოთხი წელი და ის პატარა პირველკლასელები ბუდიდან აფრენილი დაფრთიანებული ბარტყებივით გაუყვებით გზას სწავლის ახალი ეტაპისაკენ.
მადლობა მშობლებს თანადგომისთვის. თქვენ კი ჩემო კარგებო, მომავალშიც მიგულეთ თქვენს მეგობრად.
დაგილოცავთ გზას „მეხუთე“ ცაზე ასაფრენად!“,- თქვენი პირველი მასწავლებელი: თეა ბრეგვაძე.

იხილეთ ვიდეორგოლი და ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203