
შაუმიანის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სუსანა იგიტიანმა, ანაიდა კარაპეტიანმა და კიმა კარამიანმა თემაზე - „ვირუსი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა“ სიუჟეტი მოამზადეს.
მოსწავლეები სიუჟეტში ვირუსის სიმპტომებზე, თავდაცვის საშუალებებსა და მარნეულსა და შაუმიანში არსებულ ეპიდემიულოგიურ სიტუაციაზე საუბრობენ.
მოსწავლეებმა დავალება ქართულის, როგორც მეორე ენის დისტანციურად სწავლების ფარგლებში შეასრულეს. მოსწავლეთა მასწავლებელი თეონა ცაგარეიშვილი გახლავთ.
იხილეთ მოსწავლეთა მომზადებული სიუჟეტი