ლეღვანის საჯარო სკოლა გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული
23-07-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ლეღვანის საჯარო სკოლა გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.

სკოლაში ჩამოყალიბებულია ეკო კლუბი, რომლის წევრები გარემოსდაცვით აქტივობებს აქტიურად ახორციელებენ.

„1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

ლეღვანის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. სკოლაში ჩამოყალიბებულია ეკო კლუბი.
წლების მანძილზე მოსწავლეები ასუფთავებენ სკოლის ეზოს, მიმდებარე ტერიტორიებს, ნაგავსაყრელებს. რგავენ ხეებს სკოლის ეზოში, ცენტრალური გზის ნაპირზე, ქმნიან და სოფელში ავრცელებენ საინფორმაციო ბუკლეტებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. მონაწილეობენ გარემოსდაცვით კონფერენციებში. ვისურვებთ,რომ გარემოს დაცვა მთელმა კაცობრიობამ წესად გაიხადოს. გისურვებთ ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოში ცხოვრებას!“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203