
გორის მუნიციპალიტეტის არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და ნაყოფიერად დაასრულეს.
მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
მოსწავლეები და პედაგოგები მნიშვნელოვან თარიღებსაც აქტიურად აღნიშნავდნენ.
ერთ-ერთი ასეთი დღე იყო 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომლის შესახებაც მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს.
იხილეთ ვიდეო