ქედქედის საჯარო სკოლის პედაგოგებმა დისტანციური სწავლების პირობებში დედა ენის დღე აღნიშნეს
23-07-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქედქედის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა დისტანციური სწავლების პირობებში 14 აპრილი - ქართული ენის - დედა ენის დღე აღნიშნა.

„1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და მოახერხა ჩვენი უძვირფასესი საუნჯის, ქართული ენის დაცვა.

ქართული ენა ყოველთვის იქნება ჩვენი თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203