
თერჯოლის მუნიციპალიტეტის რუფოთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. პედაგოგმა ბავშვებს ლამაზი და წარმატებული მომავალი უსურვა.
„პანდემიამ კვალი დაგვამჩნია, მაგრამ ხალისი და ენერგია ვერ წაგვართვა. რუფოთის საჯარო სკოლის ყოჩაღმა მეოთხეკლასელებმა მაინც შეძლეს მცირე დისტანციური ღონისძიების გამართვა.
ჩემო მერცხლებო, მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით. მჯერა, რომ მომავალშიც არ შეუშინდებით სირთულეებს და ღირსეულ ადგილს დაიკავებთ ცხოვრების ასპარეზზე“,-წერს პედაგოგი ნინო ქლიბაძე.
იხილეთ ვიდეოები