„ჩვენი ქვეყნის მომავალო, გიხმობთ ჩვენი სკოლის სივრცე“- ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს სიმღერა მიუძღვნეს
23-07-2020
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები  2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან. ამის გამოსახატავად დირექტორმა და პედაგოგებმა ვიდეორგოლიც მომაზადეს. 

დირექტორმა ელიზბარ ბარბაქაძემ მასწავლებლებს გაწეული შრომოსთვის მადლობა გადაუხადა და მათი მაღალი კვალიფიკაცია აღნიშნა. დირექტორმა მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ ვინც თავისი ცხოვრების მეგზურად ქუთაისის N24 საჯარო სკოლას ირჩევს. 

„დირექტორი ელიზბარ ბარბაქაძე მადლობას უხდის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს 2019- 2020 უჩვეულო სასწავლო წელს გაწეული შრომისთვის, რომლებიც გასაოცარი ენთუზიაზმით და სიბეჯითით შეუდგნენ ონლაინ სწავლებას და შესაბამისად, სასწავლო წლის ბოლოს კარგი შედეგები დადეს. წინ მრავალი პოზიტიური და სიახლით დატვირთული სასწავლო წელი გველოდება, 24 -ე სკოლა არ არის მხოლოდ სკოლა, ეს არის ოჯახი, რომელიც ზრუნავს თითოეულ თავის წევრზე და რომლის მიზანია არა მარტო სწავლა, არამედ ჯანსაღი გარემოს შექმნა ჩვენი მომავალი თაობისთვის. გიძღვნით სიმღერას და მოუთმენლად ველოდებით 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეორგოლი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203