„დიდი მადლობა, რომ ასე მილამაზებდით ცხოვრებას ოთხი წლის მანძილზე“-დედოფლისწყაროს N2 სკოლის პედაგოგი IV კლასის მოსწავლეებს ემოციურად გამოემშვიდობა
23-07-2020

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მზია არაბული საყვარელ IV კლასს ემოციურად გამოემშვიდობა. მასწავლებელმა პატარებს ერთად გატარებული წლებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავლის გზა დაულოცა.

„ოთხი წელიწადი ერთად... რამდენი ბედნიერი წუთი გვაქვს ერთად გატარებული, რამდენი სიხარული გაგვიზიარებია ერთმანეთისთვის, გვიცინია, გვიტირია, გვიჩხუბია, მოვფერებივართ ერთმანეთს და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, აღარასოდეს დაგვიბრუნდება უკან და მარად ტკბილ მოგონებად დარჩება.

გემშვიდობებით, ჩემო პატარებო, გზას დაგილოცავთ მომავლისკენ! წინსვლას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ, ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით. დიდი მადლობა, რომ ასე მილამაზებდით ცხოვრებას მთელი ოთხი წლის მანძილზე, დიდი მადლობა თქვენს არაჩვეულებრივ მშობლებს, რომელთა გვერდში დგომა არასოდეს მომკლებია, შეუძლებელია არ მიყვარდეთ, ამიტომ საქვეყნოდ გეუბნებით-მიყვარხართ და ბოლოს, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ბედნიერ ბავშვობას გისურვებთ!“-მიმართა პედაგოგმა მზია არაბულმა ბავშვებს.

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203