პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლე მარიამ ბუგიანიშვილს და მის მშობლებს დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის სიგელები გადასცა
23-07-2020

ონის მუნიციპალიტეტის პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია ფხაკაძემ მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბუგიანიშვილს და მის მშობლებს დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის სიგელები გადასცა. მოსწავლემ სასწავლო პროცესი წარმატებით დაასრულა.

„მადლობას მოვახსენებ XI კლასის მოსწავლე მარიამ ბუგიანიშვილს, 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში ქიმიისა და ბიოლოგიის დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროცესში აქტიური/ეფექტური მუშაობისა და მიღწეული წარმატებისათვის. ასევე მის მშობლებს ქეთევან ყურაშვილს და ზურაბ ბუგიანიშვილს დისტანციურ სწავლებაში აქტიური თანამშრომლობისა და შეტანილი წვლილისათვის“,-წერს პედაგოგი მაია ფხაკაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203