იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო გამოწვევას ნორვიჩის უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ჭანტურიძე შეუერთდა
23-07-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა წელს 140 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.

საიუბილეო გამოწვევის სტუმარია ქუთაისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ამჟამად ნორვიჩის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ჭანტურიძე.

სკოლის ადმინისტრაცია მორიგი საინტერესო ამბის მოსასმენად სკოლის სხვა კურსდამთავრებულებსაც იწვევს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203