მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის შენობის მშენებლობა 2021 წლის ბოლოს დასრულდება.
ამჟამად დასრულებულია 3 სართულის მშენებლობა. სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლა გათვლილია 450 მოსწავლეზე და მოიცავს შემდეგ სივრცეებს:
- 24 საკლასო ოთახი, 4 კაბინეტი ლაბორატორიებით; დირექტორის და მოადგილის კაბინეტი მოსაცდელით; კანცელარია, ბუღალტერია-არქივით;
- სამასწავლებლო; ექიმის კაბინეტი; მანდატურის/დაცვის ოთახი; დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- საწყობი (სასკოლო ინვენტარი)
- სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის; ბიბლიოთეკა: სამკითხველო წიგნების საცავითა და კომპიუტერული კუთხით; სააქტო დარბაზი (დარბაზი, სცენა, გასახდელები)
- კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი; რეკრეაცია; ფოიე გარდერობით, დერეფანი. სპორტული დარბაზი (შენობის I სართულზე სპეციალურად მიშენებული ფართი). სპორტული დარბაზი, დარბაზთან იქნება სპორტული ინვენტარის სათავსი, ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე, სან-კვანძი. ინსტრუქტორის ოთახი საშხაპით და სან-კვანძით.
- ღია ხელოვნურ საფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი;
- საინჟინრო შენობა-ნაგებობები.