
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლალი მურადაშვილმა მოსწავლეთა მშობლებს დისტანციური სასწავლო პროცესის დროს თანამშრომლობისთვის სიგელები გადასცა.
მასწავლებელმა მოსწავლეთა მშობლებს მადლობა გადაუხადა.
„მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი საყვარელი მშობლებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც დისტანციური სწავლების პროცესში თანამშრომლობდა, რათა სასწავლო პროცესი შემდგარიყო....
ჩვენ ეს საუკეთესოდ შევძელით...“,- ნათქვამია პედაგოგის მადლობის წერილში.
იხილეთ ფოტოები