„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას შემოგვიერთდით“ - იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე სოფლის ისტორიის შესწავლისას დიდ ბებიას გვაცნობს
22-07-2020

„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას შემოგვიერთდით“- ამ ლოზუნგით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკუთარი სოფლის ისტორიას იკვლევენ და თანასოფლელებს გვაცნობენ, რომელთაც სოფლის კეთილდღეობაში დიდი წვლილი შეაქვთ. 

ამჯერად V კლასის მოსწავლე ანდრია ცინცაძე დიდ ბებიას - ქალბატონ გუგულის გვაცნობს. 

„მინდა გაგაცნოთ ქალბატონი გუგული, რომელმაც თვისი ბედი ჩვენი სოფლის შვილს ბატონ კოლია ცინცაძეს დაუკავშირა, მოსვლის დღიდან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩართულები იყვნენ სოფლის საქმიანობაში, ბატონი კოლია წლების მანძილზე საუკეთესო მევენახე იყო, რაიონის ხელმძღვანელობისგან მრავალი ჯილდო და მადლობა აქვს მიღებული, ქალბატონი გუგული კი მეჩაიე და მეაბრეშუმე იყო, ასე შექმნეს საუკეთესო ოჯახი ოთხ შვილთან ერთად. ქალბატონ გუგულის მრავალი შვილიშვილი და შვილთაშვილი ყავს, ის ახალა 98 წლისაა და მისი სურვილი არის, რომ მომავალი თაობები ცხოვრობდნენ გაბრწყინებულ საქართველოში, ხოლო სოფელში მუდამ ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ახალგაზრდები იყოს დასაქმებული, სოფელი რომ არ დაიცალოს.
ჯანმრთელობას გისურვებთ ქალბატონო გუგული“.

ინტერვიუ მოამზადა ქალბატონი გუგულის შვილთაშვილმა V კლასის მოსწავლე ანდრია ცინცაძემ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203