რუფოთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის გაცილება“ დისტანციურად გამართეს 
22-07-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნუნუ მორალიშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ დისტანციურად გამართეს. 

პირველკლასელები ონლაინ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203