კვახჭირის საჯარო სკოლის მასწავლებელი მე-4 კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
22-07-2020
თერჯოლის მინიციპალიტეტის კვახჭირის საჯარო სკოლის მასწავლებელი ვალერი სულაკაძე თავის სადამრიგებლო კლასს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას ულოცავს. 

პედაგოგის ტაქსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო პატარა მეგობრებო!

მიილია კიდევ ერთი სასწავლო წელი თქვენი სასკოლო ცხოვრებიდან. უჩვეულოდ დაამთავრეთ მე-4 კლასი-დისტანციურად, მაგრამ წარმატებით. გილოცავთ და გისურვებთ ულევ წარმატებას. უღრმესი მადლობა მშობლებს თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.

სოფო მასწავლებელმა მოგიძღვნათ ვიდეოკლიპი, რომელიც გაგახსენებთ განვლილ ოთხ წელიწადს. უყვარხართ და ეამაყებით თქვენს სკოლასა და მასწავლებლებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე. იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203