ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა მეოთხეკლასელები მადლობის სიგელით გააცილა
22-07-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ქეთინო ცხადაძემ თავის მეოთხეკლასლებსა და მათ მშობლებს მადლობის სიგელი გადასცა, რათა ერთობლივი ძალისხმევით, წარმატებით დაძლიეს დისტანციური სწავლების გამოწვევები და სასწავლო წელიც წარმატებით დაასრულეს.

უდავოა, მადლობის სიგელი ვერ გადმოსცემს იმ განწყობასა და ემოციებს, რასაც კლასის დამრიგებელი ასეთ დროს თავისი დაფრთიანებული მოსწავლეების მიმართ განიცდიდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ მოსწავლეებისა და მშობლების გულისხმიერებამ, პასუხისმგებლობის მაღალმა გრძნობამ გახადა შესაძლებელი, 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაესრულებინათ და  პატარებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე ასევე წარმატებით გადასულიყვნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203