„რა ქენი კორონა ეს?“ - უჩვეულო ბოლო ზარი და პირბადიანი ტორტი სიქთარვის საჯარო სკოლაში
22-07-2020

სასწავლო წლის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ რამდენიმე თვეში, მსოფლიო პანდემიის გამო, ყველას ცხოვრება თავდაყირა დადგებოდა, სკოლებში ბოლო ზარი მოსწავლეების გარეშე დაირეკებოდა და მეთორმეტეკლასელების ცხოვრების რთულ გზაზე გაცილების ტრადიციაც დაირღვეოდა.

ამიტომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც ყველაფერი გააკეთეს, განწყობა არ გაეფუჭებინათ და „ბოლო ზარიც“, ისე დაერეკათ, არც არსებული რეგულაციები დაერღვიათ და არც თავად დასწყვეტოდათ გული.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სიქთარვის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებიც „კორონობას“ იუმორით შეხვდნენ, საგანგებოდ „ბოლო ზარისთვის“ მომზადებული ტორტს ვირუსისადმი იუმორნარევი საყვედურიც წააწერეს, არც პირბადე დაივიწყეს, თავადაც პირბადეებით აღჭურვილებმა, სახეცვლილი ბოლო ზარიც მოიწყვეს და კორონას ჟამიც გაიხალისეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203