ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ბერიძემ სათამაშოები დაამზადა
22-07-2020

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის იყო - გიორგი ბერიძე, რომელმაც სხვადასხვა მასალისგან სათამაშოები შექმნა და პედაგოგს წარუდგინა. 

„ეს გიორგი ბერიძეა, მან სხვადასხვა მასალისაგან შექმნილი სათამაშოები წარმოგვიდგინა. განსაკუთრებული კი ბებოსთან ერთად დამზადებული ბიჭუნა მოსწონს“,- აღნიშნავს მოსწავლის პედაგოგი ნანა რუხაძე და გიორგი ბერიძის ვიდეოს გვიზიარებს. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203