ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანთა ბუნებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების ამსახველი ფაქტები შეაგროვეს
22-07-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტი დისტანციურად განახორციელეს. 

მოსწავლეებმა ადამიანთა ბუნებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების ამსახველი ფაქტები შეაგროვეს.

„ადამიანები ხშირად არასწორად ვიჭრებით და ვაზიანებთ ბუნებას. იმ გარემოს, რომელიც ჩვენ გვაცოცხლებს და გვასაზრდოებს. ჩემმა პატარა მეგობრებმა, მეხუთე კლასელებმა შეაგროვეს ჩვენი ქმედებების შედეგების ამსახველი ფაქტები, იქნებ ამ ყველაფერმა დაგვაფიქროს. მათი მესიჯია: გავუფრთხილდეთ ბუნებას!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203