პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ყაველაშვილი ქიმიისა და ბიოლოგიის დისტანციურად სწავლების პროცესში რეგულარული მუშაობისთვის დაჯილდოვდა
22-07-2020

ონის მუნიციპალიტეტის პიპილეთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ქრისტინე ყაველაშვილმა და მისმა წარმომადგენელმა მაია ჯაფარიძემ მადლობის სიგელები დაიმსახურეს. 

პედაგოგმა, მაია ფხაკაძემ, ქრისტინე ყაველაშვილს 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში ქიმიისა და ბიოლოგიის დისტანციური სწავლების პროცესში რეგულარული მუშაობისა და მიღებული შედეგისთვის მადლობა გაუხადა. მოსწავლის წარმომადგენელ მაია ჯაფარიძეს კი მადლობის სიგელი დისტანციურ სწავლებაში აქტიური თანამშრომლობისა და შეტანილი წვლილისათვის გადაეცა. 

„მადლობას მოვახსენებ X კლასის მოსწავლეს ქრისტინე ყაველაშვილს, 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში ქიმიისა და ბიოლოგიის დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროცესში რეგულარული მუშაობისა და მიღებული შედეგისთვის. ასევე მის კანონიერ წარმომადგენელს, ქალბატონ მაია ჯაფარიძეს დისტანციურ სწავლებაში აქტიური თანამშრომლობისა და შეტანილი წვლილისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი მაია ფხაკაძე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203