ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ოქროს და ვერცხლის მედალოსნები გახდნენ
22-07-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ნიკა ბერაძემ, აზა ბერაძემ და სალომე მაჭავარიანმა ოქროს და ვერცხლის მედლებზე დაამთავრეს.
ოქროს მედალოსანი ნიკა ბერაძე გახდა. ვერცხლის მედალოსნები კი - აზა ბერაძე და სალომე მაჭავარიანი არიან.
სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჯილდოვებს.