რუსთავის N5 საჯარო სკოლის პედაგოგებს მოსწავლის მშობელმა მადლობის წერილი მიუძღვნა
21-07-2020

რუსთავის N5 საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლის, ანა აბრამიშვილის მშობელმა ირაკლი აბრამიშვილმა პედაგოგებს მადლობის წერილი მიუძღვნა. ირაკლი ამავე სკოლის კურსდამთავრებულია და თითოეულ პედაგოგთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.

„მე-5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ვარ. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდია ჩემი სიყვარული და პატივისცემა ამ სკოლის თითეული პედაგოგის მიმართ; ამის დასტური ის ფაქტია, რომ ჩემი ქალიშვილი ანა თქვენ მოგაბარეთ და უკვე მე-11 კლასელია, ანას სიტყვებმა შთამაგონა ამ წერილის დაწერა. მან დღეს სკოლის თვითმმართველობის დღეს ჩაუტარა მათემატიკის გაკვეთილი თანაკლასელებს და მოვისმინე, როგორ უთხრა თავის ლალი მასწავლებელს: ახლა მივხვდი თქვენს ღვაწლს, რამდენი ვიშრომეო...
ქალბატონო თამარ, დირექციის წევრები, ძვირფასო კლასის ხელმძღვანელო და პედაგოგებო, XIა კლასის მშობლების სახელით გეთაყვანებით და დიდ მადლობას გიხდით იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც მომავალი თაობის სწორ გზაზე დაყენებისთვის ეწევით.
ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ თქვენს ამაგს, გენდობით და გვიყვარხართ“,-მიმართა მშობელმა პედაგოგებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203