
კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლალი მურადაშვილმა სადამრიგებლო I, II, III და IV კლასების მოსწავლეებს დიპლომები გადასცა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი და დავალებებს ხალისით ასრულებდნენ.
„ჩემო პატარა მეგობრებო და დიდო გმირებო...ურთიერთთანადგომით ჩვენ კიდევ ბევრს შევძლებთ.
ჩემო ძვირფასებო, ჩემო ბარტყებო...გულით სულით და დიდი სიყვარულით გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას. თქვენ ხართ პირველი და უმცროსი თაობა, რომელიც აქტიურად გაუმკლავდა დაბრკოლებას...მადლობა
თქვენ და თქვენს საყვარელ დედიკოებს. მიყვარხართ და მეიმედებით.“,-მიმართავს მასწავლებელი ბავშვებს.
იხილეთ ფოტოები