
სამტრედიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა მარიკა ადეიშვილმა სადამრიგებლო მე-4 კლასს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა. მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მე-4 კლასის დასრულება პატარებმა აღნიშნეს და ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.
„ჩემო ძვირფასო ბავშვებო, მინდა მოგილოცოთ დაწყებითი საფეხურის დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება. დაგილოცავთ გზას! გისურვებთ ნათელ და წარმატებულ მომავალს. იოცნებეთ, დაისახეთ მიზნები და იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად. მიყვარხართ!“-წერს დამრიგებელი მარიკა ადეიშვილი და მოსწავლეების სამახსოვრო ვიდეოს გვთავაზობს.
იხილეთ ბმული