პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო იარალოვმა და მისმა მშობელმა დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობის სიგელები დაიმსახურეს
21-07-2020

ონის მუნიციპალიტეტის პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო იარალოვმა და მისმა მშობელმა ცირა ჩაგელიშვილმა მადლობის სიგელები დაიმსახურეს. ნინო დისტაციურ სასწავლო პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

„მადლობას მოვახსენებ XI კლასის მოსწავლეს ნინო იარალოვს, 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში ქიმიისა და ბიოლოგიის დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროცესში აქტიური/ეფექტური მუშაობისა და მიღწეული წარმატებისათვის. ასევე მის მშობელს ცირა ჩაგელიშვილს დისტანციურ სწავლებაში აქტიური თანამშრომლობისა და შეტანილი წვლილისათვის“,-აღნიშნავს პედაგოგი მაია ფხაკაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203