საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დაიწყო - სად ჩატარდება ოქტომბრის თვეში ''ეტალონის'' შესარჩევი ტურები
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 2017-2018 დაიწყო.
ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა აკადემიური მოსწრების - ცალკე მე-8; ცალკე მე-9; ცალკე მე-10; ცალკე მე-11 კლასის მოსწავლეებს.
შესარჩევ ტურებს სკოლების მიერ შერჩეული წარმომადგებლები - ''ეტალონის'' პედაგოგები ჩაატარებენ.
ოქტომბრის თვეში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ტრადიციულად კახეთს ესტუმრება, მანამდე კი ''ეტალონის'' შესარჩევი ტურები ჩატარდება:
- დედოფლისწყარო
- თელავი
- ლაგოდეხი
- ახმეტა
- საგარეჯო
- ყვარელი
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 26 სექტემბერს, შესარჩევი ტური
დედოფლისწყაროში ჩატარდება.