„მადლობა იმ წლებისთვის და ურთიერთობისთვის, რაც თქვენთან ერთად გავიარე“-დარჩიძეების საჯარო სკოლის პედაგოგი XII კლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობა
21-07-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის დარჩიძეების საჯარო სკოლის პედაგოგი ციური აბაშიძე მე-12 კლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობა. პედაგოგმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების გზაზე წარმატებები უსურვა და წერილი მიუძღვნა.

„გული გვწყდება ყველას რომ თქვენთვის ბოლო ზარს ვერ დავრეკავთ წელს. არადა მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, რაღაცას ვგეგმავდით და ასე არ გვინდოდა ერთმანეთს დავმშვიდობებოდით. სხვა რა გზა გვაქვს ჩემო მეგობრებო ამ მოცემულობაში ასე მოგვიწევს ერთმანეთს დავემშვიდობოთ. ასე გავიარეთ ერთად ეს წლები, თქვენთან ერთად და ყველა იმ წარმატების თუ წარუმატებლობის მომსწრე ვარ თქვენი სასკოლო ცხოვრების. მადლობა იმ წლებისთვის და ურთიერთობისთვის, რაც თქვენთან ერთად გავიარე.

მინდა მოგილოცოთ სკოლის დასრულება, მინდა გისურვოთ ახალ გზის დასაწყისზე წარმატებები. დარწმუნებული ვარ თქვენს წარმატებებში და ყოველთვის თქვენი გულშემატკივარი ვიქნები. ვიცი მიუხედავად პატარ-პატარა ამბებისა, რომელზეც არ ღირს საუბარი, გიყვარვართ და არასდროს დამივიწყებთ თქვენს დამრრიგებელს, არასდროს დაივიწყებთ თქვენს მასწავლებლებს და თქვენს სკოლას! თქვენი ციური მასწავლებელი!“-წერს პედაგოგი ციური აბაშიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203