„რომ ვნახე თქვენი პატარა გამარჯვება, სიხარულისგან ტირილი დავიწყე“-კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს ოლიმპიადაში წარმატებას ულოცავს
21-07-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე „კენგურუს“ ოლიმპიადაზე მოსწავლეების აქტიურობითა და წარმატებით კმაყოფილია. დირექტორმა მოსწავლეებს ბედნიერი საზაფხულო არდადეგები და წარმატებები უსურვა.

„სასწავლო წლის დასასრულს სასიხარულო ინფორმაცია. კორტოხის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგიური აქტივი გილოცავთ თითოეულ მონაწილეს ამ დიდ გამარჯვებას. ჩვენო საყვარელო ბავშვებო ყოველ ნაბიჯზე წარმატებები გვინდა გისურვოთ თურმე როგორ მოგვნატრებიხართ. რომ ვნახე ეს თქვენი პატარა გამარჯვება, სიხარულისგან ტირილი დავიწყე. მინდა მეტი წარმატება გისურვოთ. კარგი და ბედნიერი საზაფხულო არდადეგები. მიყვარხართ ჩემო პატარა მეგობრებო. გილოცავთ!“-წერს დირექტორი არჩილ პაქსაძე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203