
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ორგანიზებულ კონკურსში - „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“ მონაწილეობდა.
კონკურსი დისტანციური სწავლების პერიოდში გამოცხადდა. სკოლის მოსწავლე თამარ მარკოსიანი კონკურსში მონაწილეობისა და წარმოდგენილი აქტივობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
სკოლამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, მშობლებს და მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები