
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯარო გამოსვლებისა და დებატების კონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს.
„საჯარო გამოსვლებისა და დებატების კონკურსი დედოფლისწყაროში“ საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდული ხედვის“ ფარგლებში ჩატარდა.
სამი საპრიზო ადგილიდან სამივე დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხვდათ წილად: ზაქარია ჭუაძეს (I ადგილი); ანი თედეევს (II ადგილი) და ნინო წიკლაურს (III ადგილი).
„გილოცავთ, ბავშვებო, ამ წარმატებას და გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გვასახელებთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.