„საქართველოს მომავალი ხართ თქვენ!“-გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექციამ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
21-07-2020

ქედის მუნიციპალიტეტის გეგელიძეების საჯარო სკოლის დირექციამ ყველა მე-12 კლასელს სკოლის დასრულება მიულოცა. განსაკუთრებულად მიულოცეს ბოლო ზარი კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ბოლო ზარი კი დირექტორმა ბავშვებისგან ცარიელ სკოლაში დარეკა.

წელს მე-12 კლასი გეგელიძეების საჯარო სკოლაში ოთხმა მოსწავლემ დაასრულა: ხატია ბერიძემ, გიორგი ნიჟარაძემ, თინიკო დავითაძემ და ნუკრი ბერიძემ.

„თითოეულ თქვენგან გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, შემართებას, წამატებებს და იმ სურვილების ასრულებას, რომელიც თითოეულმა თქვენგან დაისახა მიზნად... საქართველოს მომავალი ხართ თქვენ!“-მიმართავს სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203