„სკოლა ამაყობს თქვენით“- მოლითის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა - მარიამ ტალახაძემ და ანა ყურაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრეს
20-07-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა - მარიამ ტალახაძემ და ანა ყურაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრეს. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სკოლის წარჩინებით, ოქროს მედალზე დასრულებას ულოცავს.

„მოლითის საჯარო სკოლა ულოცავს თავის ორ კურსდამთავრებულს, მარიამ ტალახაძეს და ანა ყურაშვილს 12 კლასის დასრულებას წარჩინებით, ოქროს მედალზე. გვჯერა, რომ ძალიან მალე თქვენს სასურველ უნივერსიტეტში მოხვდებით და სტუდენტები გახდებით. გილოცავთ კიდევ ერთხელ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ, რომ შემდგომი ეტაპებიც ასეთი წარმატებით განვლოთ! მოლითის საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203