„გისურვებთ უამრავ წარმატებას ცხოვრების გზაზე“-იგოეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა
20-07-2020

კასპის მუნიციპალიტეტის იგოეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. პატარებს პირველი მასწავლებელი ნინო ყარანაშვილი დისტანციურად გამოემშვიდობა და ვიდეოკოლაჟი მიუძღვნა.

„ჩემო პატარა მეგობრებო, გილოცავთ! სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას. გისურვებთ უამრავ წარმატებას ცხოვრების გზაზე. გაბრწყინებულ და გაძლიერებულ საქართველოში გეცხოვროთ. უფალი გფარავდეთ!“-წერს პედაგოგი.

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203