გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პარლამენტს ესტუმრნენ
20-07-2020

გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პარლამენტს ესტუმრნენ და საინტერესო შეხვედრებს დაესწრნენ. მოსწავლეებმა დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შეხვედრა გამართეს.

„ახალგაზრდული საბჭოს წევრები და მათ შორის ჩვენი სკოლის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.

დღის განმავლობაში, მოსწავლეები დაესწრნენ საპარლამენტო სესიას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას და მცირე ექსკურსიის მონაწილენიც გახდნენ პარლამენტის შენობაში.

ასევე დღის ბოლოს შეხვდენენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს: კახა კუჭავას, მამუკა მდინარაძესა და პარლამენტის წევრ გელა სამხარაულს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203