„გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას!“-ჭითაწყარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო პერტაია სადამრიგებლო კლასს გამოემშვიდობა
20-07-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნინო პერტაიამ სადამრიგებლო მე-12 კლასს სკოლის დამთავრება მიულოცა და სიტყვით მიმართა. დამრიგებელთან ერთად საყვარელ მოსწავლეებს სხვა პედაგოგებიც გამოემშვიდობნენ.

„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! გისურვებთ წარმატებებს და ულევ ბედნიერებას თქვენი ცხოვრების მანძილზე!

ამ პატარა ვიდეოთი შევეცადეთ გზა დაგველოცა თქვენთვის და მოგფერებოდით,“-წერს ნინო პერტაია და მოსწავლეებს მისალოც ვიდეოს უძღვნის. 

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203