საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო კუსიანმა კალიგრაფიის კონკურსში საპრიზო ადგილი დაიმსახურა
20-07-2020

საჩხერის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მეათე კლასის მოსწავლე ნინო კუსიანს კალიგრაფიის კონკურსში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„ნინო, გილოცავთ გამარჯვებას, სულ წინ გევლოს წარმატებებით!“-წერია სკოლის სოციალურ გვერდზე.

სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში. მონაწილეებმა აკაკის ლექსი გადაწერეს.

კონკურსის ჟიურიმ სამი საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი გამოავლინა - საპრიზო ადგილები ნინო კუსიანმა, ირაკლი ცუხიშვილმა და თამარ ქურდაძემ გადაინაწილეს. ასევე შეირჩა ყველაზე ორიგინალური კალიგრაფიული ნაშრომი, სადაც მარიამ გიორგაძის ნაშრომმა დაიმსახურა წარმატება. აკაკი წერეთლის მუზეუმმა კი დამატებით ორი რჩეული გამოავლინა, რომელთა შორის მოხვდა ანი ჩხიტუნიძისა და თიკო კირვალიძის კალიგრაფიული ნამუშევრები. ყველა რჩეულ კალიგრაფისტს დიპლომები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

კალიგრაფიული კონკურსი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის თანაორგანიზებით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203