
ჩიხის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ზეინაბ იაკობაშვილმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ემოციურად მიულოცა. პედაგოგმა მოსწავლეებს დისტანციურად ვიდეოჩანაწერით მიმართა.
დამრიგებელმა გაიხსენა 2013 წლის სექტემბერი, როდესაც პირველად შეხვდა მოსწავლეებს, ცნობისმოყვარე, თვალებციმციმა პატარებს. მასწავლებელმა თითოეული მოსწავლის მიმართ სიყვარული გამოხატა, მათ ნიჭიერებას გაუსვა ხაზი და გზა დაულოცა.
იხილეთ ვიდეო