ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ხათუნა აფხაზავამ მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა
20-07-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა მასწავლებლებს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

სასწავლო წელი მოულოდნელობებით იყო სავსე, თუმცა პედაგოგებმა გამოწვევას თავი კარგად გაართვეს, რისი წყალობითაც მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები წარმატებით დაძლიეს.

„ხაჯალიის სკოლის პედაგოგებს დიდი მადლობა დისტანციური სწავლების პროცესში გაწეული დაუღალავი შრომისთვის! პატივისცემით ხათუნა აფხაზავა,“-წერს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203