როდის გამოქვეყნდება ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები - „ნაეკი“
26-07-2020

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 25 ივლისს სამოქალაქო განათლების ტესტირებით დასრულდა.

გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ეტაპობრივად საგნის გამოცდის დასრულების შემდგომ ქვეყნდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ტესტის სწორი პასუხები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.

„შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, ტესტის სწორი პასუხები კი შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება“, - აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, მათგან გამოცდაზე კი 94%-მდე აპლიკანტი გავიდა.

იხილეთ ასევე: ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% მონაწილეობდა, 3 აპლიკანტი კი გამოცდიდან მოიხსნა

2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფო გრანტების ოდენობა განისაზღვრა - რამდენია მასწავლებლის მომზადებისა და ეროვნულ გამოცდებზე გამოყოფილი თანხა?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203