ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიზი კონცელიძემ სფერული ლინზა დაამზადა
20-07-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, ლიზი კონცელიძემ საინტერესო აქტივობა განახორციელა.

ლიზი კონცელიძემ სფერული ლინზა დაამზადა და სინათლის გარდატეხას დააკვირდა. მოსწავლის პედაგოგი დალი მიქელაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203