''ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ ბავშვები, რომ მეცნიერების მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივებია'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
25-09-2017
თბილისში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, მეცნიერება ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

''ფესტივალის ამოცანა არის ახალგაზრდებში მეცნიერების, როგორც არჩევანის, როგორც კარიერის პოპულარიზაცია. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში მეცნიერება, როგორც კარიერა, არც ისეთი მიმზიდველი იყო. ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ ბავშვები, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მეცნიერების მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივებია. მომავალში ჩვენი ეკონომიკის, ბიზნესის, ქვეყნის განვითარება პირდაპირ კავშირშია მეცნიერების განვითარებასთან. მოგეხსნებათ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დიდი იმედი მაქვს, რომ პატარები, ვინც აქ არიან, დაინტერესდებიან და კითხვებს დაუსვამენ თავიანთ მშობლებსა და მასწავლებლებს მეცნიერებასთან დაკავშირებით,'' - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ფესტივალი 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ყველა დამთვალიერელს 150-მდე ღონისძიებას შესთავაზებს -  ლექციებს, სემინარებს, კონფერენციებსა და სამეცნიერო პიკნიკებს. ფესტივალში საქართველოს ხუთი ქალაქია ჩართული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203