
ქედის მუნიციპალიტეტის ახოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად, ვიდეორგოლით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეები მასწავლებლებს მრავალფეროვან აქტივობებს და რესურსებს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც ცოდნის წარმოჩენას ცდილობდნენ. მოსწავლეებს და მასწავლებლებს არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ავიწყდებოდათ.
იხილეთ ვიდეო