
ახალ 2020-2021 სასწავლო წელს თელავის N7 საჯარო სკოლა განახლებული ბიბლიოთეკით შეხვდება.
სკოლამ მონაწილეობა მიიღო გამომცემლობა „პალიტრა L -ის“ „მაკულიტერატურის“ აქციაში, რომლის თანახმადაც 1კგ მაკულატურის 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლა იყო შესაძლებელი. მოსწავლეებისა და სკოლის ეკოკლუბის მიერ მოგროვებული 2685 კგ-ის მაკულატურის სანაცვლოდ სკოლამ იმავე ღირებულების 211 დასახელების წიგნი მიიღო.
იხილეთ ფოტოები