თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო დებატებში წარმატება მოიპოვეს
17-07-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს. მოდებატეებმა: ლაშა თოთლაძემ, ანა მაჩიტაძემ და კესო შაფათავამ წარმატებით იდებატეს და გამარჯვება მოიპოვეს. სკოლის დირექტორმა პაატა ჩორგოლაშვილმა მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს, სოფო კაკაჩიას მიღწეული წარმატება მიულოცა.

პროექტი: „არაფორმალური განათლების და დისტანციური სწავლების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“ ხორციელდება საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია EDAG - ის ორგანიზებით. მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა ოპონენტ გუნდს ღირსეული წინააღმდეგობისთვის, წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს“,-აღნიშნავს პედაგოგი სოფო კაკაჩია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203