„მე მჯერა თქვენი!“- ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინი აფრიდონიძემ მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება მიულოცა
17-07-2020

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მე-4 კლასის დასრულება პირველმა მასწავლებელმა ემოციურად მიულოცა. პატარებმა ოთხი კლასის დასრულების აღსანიშნად ვიდეორგოლი მოამზადეს. 

„გილოცავთ ჩემო პირველო მერცხლებო. ჩემო გენიოსებო! (ყოველთვის ასე მოგმართავდით, როდესაც თქვენი ბავშვური და ხშირად, ღრმა კითხვებით ჩამაფიქრებდით ხოლმე). მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერი და ლაღი ბავშვობა, შემეცნებებით სავსე სასწავლო წლები. იკითხეთ ბევრი, დასვით სწორი კითხვები, მიიღეთ პასუხები და მიხვდებით, რომ სამყარო საოცარია, თავისი ამოხსნილი თუ ამოუხსნელი საიდუმლოებებით. მე მჯერა თქვენი! მუდამ თქვენი, ნინი მასწავლებელი,“-წერს პედაგოგი ნინი აფრიდონიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203