ბუკნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მნიშვნელოვან თარიღებს დისტანციური სასწავლო პროცესის დროსაც აქტიურად აღნიშნავდნენ
17-07-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.

მასწავლებლებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც მოსწავლეებს ლაღი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი უსურვეს. თავის მხრივ, ბავშვებიც გამოეხმაურნენ ამ დღესასწაულს და ვიდეორგოლში საკუთარი ნიჭი წარმოაჩინეს.

სკოლაში დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებულად წარიმართა, პედაგოგები და ბავშვები მნიშვნელოვან თარიღებს დისტანციურად აღნიშნავდნენ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203